ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია - სააგენტო

პუბლიკა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები გადასცა. სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.

პოტენციური ამომრჩევლები არიან საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები, ასევე პირები, რომელთაც 2021 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით უსრულდებათ ან შეუსრულდათ 18 წელი.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები გადასცეს წელიწადში ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში – მოთხოვნის შესაბამისად.

სააგენტოს ცნობით, დღეისათვის, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) ბაზებში 3 248 313 პირი ზუსტი მონაცემებითა და ბიომეტრიული ფოტოსურათით არის წარმოდგენილი.