„ჩააგდე სია“ – ანა დოლიძე პარლამენტს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებზე

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, ბრძოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სიის წინააღმდეგ გრძელდება. მან დღეს პრესკონფერენციაზე პარლამენტს მოუწოდა, რომ სია ჩააგდონ.

„ერთი გამარჯვება უკვე მიღწეულია. ზაზა თავაძე ამ პროცესს თავისივე  ნებით  გამოეთიშა და, ვგონებ, გამოეთიშა იმიტომ, რომ ზუსტად იცის, ამ სიაში ყოფნა საპატიო საქმე არაა. ერთი გამარჯვება მიღწეულია – 20-დან დარჩენილია 19 ადამიანი. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, ნუ მოხვდებიან ამ სამარცხვინო შემადგენლობაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველას შევაგნებინოთ, არც ერთი კლანის შეშვება უზენაეს სასამართლოში არ შეიძლება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.