ჩაიკეტება სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები - საბჭოს გადაწყვეტილება

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში იზღუდება სასაფლაოებზე გასვლა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

„სასაფლაოებზე გასვლა იზღუდება, ჩაიკეტება მისასვლელი გზები“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმე დღეებში, 4-დან 11 მაისის ჩათვლით შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტიც.