„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელია ბრიფინგი გამართა, სადაც მან ხელისუფლებას ორი მოთხოვა წაუყენა.
1. ჩაიკეტოს ქართული ცა რუსული თვითმფრინავებისთვის.
2. აიკრძალოს რუსეთის პროპაგანტისტული მედიაპლატფორმები საქართველოში.
ამ მოთხოვნების წამოყენებამდე მელიამ მიმოიხილა ის სანქციები, რასაც ევროპა და მსოფლიო რუსეთს უწესებს და გააკრიტიკა სქართველოს ხელისუფლება უმოქმედობისთვის.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა აკრძალა რუსული საინფორმაციო გამოცემების Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა.
ასევე, ევროპის 20-ზე მეტმა ქვეყანამ უკევ დახურა ცა რუსული თვითმფრინავებისთვის.