ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა

პუბლიკა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა ჩაიშალა.

საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა.

პროტესტი იმართება ე.წ. პარლამენტის შენობასთან. აქციის მონაწილეებმა შეანგრიეს ღობე და შევიდნენ შენობის ტერიტორიაზე.

ადგილობრივი მედია წერს, რომ აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.

მათ ასევე მოახერხეს სახანძრო მანქანის შეჩერება, რომლითაც ღობის ნაწილის დანგრევის შემდეგ წარმოქმნილი გადასასვლელის გადაკეტვას იგეგმებოდა.

ტელეგრამარხი Respublica წერს, რომ ძალოვნებმა გაუშვეს გაზიც.