„ჩამომრეცხე!“ - ბელარუსში დემონსტრანტებმა ლუკაშენკოს ბიუსტი დადგეს

პუბლიკა

ბელარუსში აქტივისტებმა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბიუსტი გააკეთეს და წითელი საღებავებით დასვარეს. „ჩამომრეცხე!“ –  ბიუსტის ფოტოს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ბრესტის მხატვრები, მსახიობები, დიზაინერები, ფოტოგრაფები ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან!“, – წერს გამოცემა.


ბელარუსში დემონსტრაციები ამ დრომდე გრძელდება. გარდაცვლილია აქციებში მონაწილე 2 დემონსტრანტი. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.

ბელარუსში მიმდინარე დემონსტრაციების მხარდამჭერი მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობს თბილისშიც.