დღეს მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ ექიმების მონაწილეობით გამართულ კონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს. მისი თქმით, ჩაქვში იმართებოდა კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.
„ჩაქვში ყოველწლიურად უკვე არაერთი წელია ტარდება ექიმების კონფერენცია, რომელიც მრავალპროფილური და საინტერესოა. სწორედ ერთ-ერთი რიგითი კონფერენცია ტარდებოდა ჩაქვში“.- განაცხადა ტიკარაძემ.
გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სასტუმრო „ოაზისში“, სადაც კონფერენციის მონაწილე ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, იმყოფებოდა 400 ექიმი, რომლებიც ახლა საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილი. გუშინ უწყებამ სასტუმრო „ოაზისის“ გარკვეული ვადით ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ჯამში სასტუმრო ოაზისში 900-მდე ადამიანი იმყოფებოდა. უწყების ცნობით, ყველა მათგანი კარანტინს გადის.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს 3 სექტემბერს კი ინფიცირების 20 ახალი შემთხვევაა.