ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის” ერთ-ერთი სტუმარს, ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „TV პირველთან” განაცხადა.
„ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში” მიმდინარეობდა ექიმების კონფერენცია, იქ იყო ერთ-ერთი ადამიანი საეჭვო, რომელსაც ჰქონდა სიმპტომები და იყო კონტაქტირებული ინფიცირებულთან. ამიტომ ის გაიტესტა. ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დადასტურდა ინფექცია”, – განაცხადა მან.
გამყრელიძის თქმით, სასტუმროში ალბათ ჩატარდება მასობრივი გამოკვლევა.
„პირველ რიგში ახლო კონტაქტების, მათი კარანტინში ან იზოლაციაში გადაყვანა, და გამოკვლევა”, – აღნიშნა მან.