ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 373 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 34 933 ტესტი, მათ შორის 23 966 ანტიგენისა და 10 967 PCR ტესტით.
26 თებერვლის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.07 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.76%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 542 პირი, გარდაიცვალა 14 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა;
- აჭარა – 19;
- იმერეთი – 47;
- ქვემო ქართლი – 6;
- შიდა ქართლი – 41;
- გურია – 19;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 28;
- კახეთი – 16;
- მცხეთა-მთიანეთი – 8;
- სამცხე-ჯავახეთი – 8;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი. 751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 304 ადამიანი.