ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დარბევის დროს პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძე დააკავა.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ძალადობრივად დაარბია, მოქალაქეების ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა. იქ საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს დაედევნნენ და რამდენიმე მათგანი დააკავეს.
დილით რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის ძალადობრივად დაშლა დაიწყო. საპოლიციო ძალები მოქალაქეებს დაედევნნენ, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და რამდენიმე მათგანი ძალადობრივად დააკავეს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც.