ჭავჭავაძეზე მშენებარე მაღალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

პუბლიკა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე მაღალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. მუშა, სავარაუდოდ, მე-40 სართულიდან გადმოვარდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.