თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ქვეითი საავადმყოფოშია გადაყვანილი.