ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარია

პუბლიკა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარია.

როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ამ ეტაპზე ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მათივე ცნობით, დაშავებულებზე ინფორმაცია არ შესულა.

„ტვ პირველის” ეთერში ბიზნესმენმა დავით კოდუამ განაცხადა, რომ შენობა მას ეკუთვნის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.