ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები 8 დეკემბერს დროებით შეწყდება და 8 იანვარს გაგრძელდება – კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები 8 დეკემბერს დროებით შეწყდება და 8 იანვარს გაგრძელდება.

„მოდის ახალი წელი. დატვირთული იქნება ქალაქი და ისედაც ამ საცობებისა და გადატვირთული მოძრაობისას არ გვინდა, ჩვენი მუშაობით შევზღუდოთ დედაქალაქი. ამიტომ, 8 იანვრამდე ვაჩერებთ სამუშაოებს. სამუშაოებით, რომელიც 8 დეკემბრამდე დამთავრდება, მთლიანად აღდგენილი იქნება მოძრაობა, დროებითი შუქნიშნები იქნება განთავსებული, ასევე იქნება ზებრა-გადასასვლელები დახაზული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები დასრულებულია, 8 იანვარს გავაგრძელებთ სამუშაოებს იმ მონაკვეთზე, რომელიც ვაკის პარკამდეა დარჩენილი“, – განაცხადა კალაძემ.