თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ომია და შესაბამისად თურქეთმა გადაწყვიტა ჩაკეტოს ბოსფორის სრუტე რუსული გემებისთვის.
„ეს კონფლიქტია თუ ომი? ჩვენ ამაზე ჩამოვყალიბდით. მონტრეს კონვენციის მე-19 მუხლი ძალიან ნათელია. ეს არის ომი. ” – ამის შესახებ მან CNN Turk-თან პირდაპირ ინტერვიუში განაცხადა.
“მონტრეს კონვენციის” მიხედვით, თუკი კონფლიქტი ომად ჩაითვლება, ანკარას შესაძლებლობა ექნება, კონფლიქტის ორივე მხარეს, რუსეთსაც და უკრაინასაც, აუკრძალოს სრუტეებით საგრებლობა.
მონტრეს კონვენცია თურქეთს დარდანელისა და ბოსფორის სრუტიდან სამხედრო გემების გავლაზე, რომლებიც აკავშირებენ ეგეოსს, მარმარილოსა და შავ ზღვას, კონტროლის უფლებას აძლევს.
Turkish Minister of Foreign Affairs Mevlüt Çavuşoğlu:
“We decided that the situation in Ukraine has turned into a war. We will be transparently applying the provisions of Montreux pic.twitter.com/LQd8kQ6owu
— TÜRK DEGS / TURK MAGS (@turkdegs) February 27, 2022