საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ჩეხეთთან მირწეულია შეთანხმება, საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადდეს. ზალკალიანის თქმით, ჩეხი ტურისტები თვის ბოლოდან ან ივლისის პირველი რიცხვებიდან საქართველოში მოგზაურობას შეძლებენ.
„მე მქონდა ბოლო დღეების განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, კერძოდ ჩეხ კოლეგასთან, ასევე ისრაელის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიღწეულია შეთანხმება, საქართველო გამოცხადდეს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად.
მე გუშინ მქონდა საუბარი ჩეხ კოლეგასთან. მან უკვე განაცხადა ოფიციალურად, რომ ინვისის ბოლოდან, ივლისის დასაწყისიდან საქართველო გაიხსნება ჩეხი ტურისტებისთვის. ასევე მსგავსი გადაწყვეტილება უკვე თითქმის მიღბულია ისრაელშიც. ველოდებით ოფიციალურად დადასტურებას თუ კონკრეტულად რა თარიღიდან იქნება ეს. ჩვენი ვარაუდით, ესეც მოხდება ივნისის მეორე ნახევრიდან“, – თქვა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასევე მიმსოვლის აღდგენაზე საუბარია აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. მათ შორის ბალტიის ქვეყნებსა და საბერძნეთთან.
„აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს ბერძენ კოლეგებთან. მე მექნება უახლოეს დღეებში საუბარი ბერძენ კოლეგასთან და სავარაუდოდ, ეს მიმართულებაც იქნება გამოცხადებული როგორც უსაფრთხო და ტურისტებს ორივე მიმართულებით მოგაზაურობისთვის მიეცემათ საშუალება“, – თქვა ზალკალიანმა.