ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად აღიარა

პუბლიკა

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინული მედია პრაღაში უკრაინის ელჩზე დაყრდნობით იტყობინება.

10 მაისს ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს უწოდებს გენოციდს, ხოლო რუსეთს – ტერორიზმის მხარდამჭერ და განმახორციელებელ სახელმწიფოს. მანამდე კანადის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტებმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში უწოდეს გენოციდი.