ჩეხეთმა შსს-ს სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა

პუბლიკა

ჩეხეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ინფორმაცია პლატფორმა X-ზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ  ძალადობაზე.

„დღეს, ჩემი ინიციატივით, მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს. მიზეზი მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა საქართველოში გასული წლის აქციების სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ არ გვსურს, [ვიხილოთ] ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში“, – დაწერა ლიპავსკიმ.

ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულები არიან:

  • ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ – შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
  • ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი;
  • მირზა კეზევაძე, ხარაზიშვილის მოადგილე.