ჩეხეთის ქალაქ პლზენის სიახლოვეს, პრაღიდან 140 კილომეტრზე, ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 2 მატარებლების მემანქანეები არიან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძიმედ დაშავდა რვა მგზავრი, რომლებიც კატასტროფის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, 10 მგზავრი კი – ახლომდებარე საავადმყოფოში.
რაც შეეხება მსუბუქ დაზიანებებს, სულ დაშავებულია 50-მდე მგზავრი, რომლებიც არ საჭიროებენ სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას.