ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.

„შევიტანე ჩემი გადადგომის განცხადება. ჩემთვის დიდი პატივი იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში, რა დროსაც ხელს ვუწყობდი მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ვიცავდი მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვრჩები ერთგული საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ”, – წერს ის.

„ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შემდეგ, უცხოეთში საქართველოს რამდენიმე ელჩმა თანამდებობა დატოვა – მათ შორის, ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, ბულგარეთსა და აშშ-ში. ამასთან, პოსტიდან წავიდა იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.