ჩეხი ჟურნალსიტი რეი ბეისლი საქართველოს საზღვარზეა შეყოვნებული.
ის ჩეხეთში უახლოესი რეისით დაბრუნდება. მანამდე კი აეროპორტში დარჩება, რომლის დატოვების უფლებასაც მას მესაზღვრეები არ აძლევენ.
ოფიციალური მიზეზი ის არის, რომ ჟურნალისტი „ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს”. სხვა დეტალებს შსს არ ასაჯაროებს.
რეი ბეისლისთან დაკავშირება 17 საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
ახლა, როგორც შსს ამბობს, მას უკვე აქვს ტელეფონი.
რეი ბეისლის პარტნიორის თქმით, საქმეზე ჩეხეთის საკონსულო და იურისტები მუშაობენ.
ის, რომ საქართველოში არ შემოუშვეს, რეი ბეილსლიმ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) გუშინ, 22 ოქტომბერს დაწერა.
რეი ბეისლი 23 წლისაა. ის ევროკავშირის მოქალაქეა. ბეისლი არაერთხელ იყო როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. საქართველოში ბოლოს 2024 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გააშუქა.