„ჩემ და შენ შორის კორუმპირებულის…” – ზარქუამ ვაშაძეს შეაგინა

პუბლიკა

ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშაძის ინტერვიუს დროს ეთერში შევიდა ირაკლი ზარქუა და თქვა, რომ მათ შორის დებატები გაიმართებოდა. როგორც წამყვანმა აღნიშნა, სტუმრებს შორის დებატები დაგეგმილი არ იყო.

ვაშაძემ ზარქუას პრორუსი, კორუმპირებული და საქართველოს მოღალატე უწოდა: „პრორუსი ხარ, აბა, რა ხარ, ერთხელ მაინც პუტინზე გითქვამს რამე?”

რასაც ზარქუამ ასე უპასუხა: „რამდენიც მითქვამს, იმდენი მოგხვდა შენ, გაწყობს? ახლა გაგლახავ, იცოდე… ჩემსა და შენს შორის კორუმპირებულის დედას შევე*ი, გაწყობს?“