ჩემი დიდი მხარდაჭერა გექნებათ ყოველთვის, რადგან ხართ 2012-იანი - ზავრადაშვილი ღარიბაშვილს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წინაშე სამთავრობო გეგმას წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერა შეკითხვის დასმამდე გამოუცხადა.

„თავშივე ვამბობ, რომ ჩემი დიდი მხარდაჭერა გექნებათ ყოველთვის, რადგან თქვენ ხართ 2012-იანი. თქვენს მხრებზე გადაიარა ყველა იმ ძალადობამ ბევრ ადამიანთან ერთად, ზუსტად ძალადობამ, რაზე გამარჯვებითაც 2012 წლის 1 ოქტომბერი დადგა, ამიტომ მე მჯერა, რომ ეს ენთუზიაზმი გაჰყვება თქვენს დანარჩენ წლებსაც თქვენი მმართელობის პერიოდში“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.

მან ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, როგორ აპირებს „ქართული ოცნების“ მიმართ განელებეული ნდობის აღდგენას. ის ასევე დაინტერესდა, „როდის იქნება კანონმდებლობაში ჩადებული ის, რომ არავის არ ექნება უფლება, პოლიციელს მიაყენოს შეურაცხყოფა“.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტი დღეს უყრის კენჭს.