„ჩემი დრო ამოიწურა“ - ვლადიმირ ვაისი თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თანამდებობას ტოვებს. ვაისის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ტვიტერზე ავცელებს.

„ჩემი სამუშაო დასრულდა. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, მოთამაშეებსა და ჟურნალისტებს. ეს არ ყოფილა მარტივი პერიოდი, თუმცა იყო ჩემი ცხოვრების 5 მშვენიერი წელი“, – განაცხადა ვაისმა.

მსაჯი გუნდს სავარაუდოდ ერთ კვირაში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება.


12 ნოემბერს დინამოზე გამართულ ისტორიულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები, ანგარიშით 0-1 დამარცხდა.