„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გამართული ბრიფინგზე განაცხადა, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე დაიკავებს.
„გიორგი კირთაძემ ნაციონალური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერთან ერთად, გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა; უძლურია ფული და დაშინება…
გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი ნაციონალური მოძრაობისთვის.
გიორგი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ძალიან საკვანძო – გენერალური მდივნის პოზიციიდან პარტიას მოამზადებს ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.