საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა. თეა წულუკიანის მოადგილეები იქნებიან: კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია.
თეა წულუკიანმა მოადგილეების წარდგენისას განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოადგილე, იოსებ ბაღათურია სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს.
„იოსებ ბაღათურია მაღალკვალიფიციური და გამოცდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იურისპრუდენციაში. ის არის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მრჩეველი, ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.
მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში პრაქტიკული, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.