„ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობა და არა არჩევანი არის, რომ ბოლომდე დავიხარჯო, რათა ყველა დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გავეცი, ზედმიწევნით პირნათლად შევასრულო“, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე ბევრი დრო დაეთმო ოპონენტებთან კინკლაობას და მათთან უსაგნო პოლემიკას და ახლა ის აპირებს, თავის გუნდთან ერთად, მეტად აქტიურად გადადგას ნაბიჯები.
„ბევრი დრო დავუთმეთ ოპონენტებთან კინკლაობას და მათთან უსაგნო, უშინაარსო პოლემიკას, რაც აბსოლუტურად უინტერესოა მოსახლეობისთვის. ჩვენ ხალხს, მოსახლეობას ველაპარაკები მე და გადავდგამ ქმედით ნაბიჯებს, რომელიც რეალურ პრობლემებს მოუგვარებს ჩვენს მოსახლეობას. ამას ჩვენ მეტი აქტიურობით შევძლებთ, პროაქტიულ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, მთელმა მთავრობამ და გუნდმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.