ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ჰერჩინსკი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩისკი გამოთქვამს პირად მოსაზრებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა აქვე ხაზს უსვამს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

„როგორც იცით, ევროკომისია ადგენს ანგარიშს. ეს იქნება საქართველოსთვის გაფართოების საკითხზე პირველი ანგარიში ან ოქტომბერში გამოქვეყნდება მოხსენება, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს. შემდეგ წლის ბოლოს 27 წევრი ქვეყნის ლიდერი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართავს შეხვედრას და გადაწყვეტენ, შემდგომი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.