თენგიზ ცერცვაძის თქმით, მისი პირადი პროგნოზით, რომელიც არ ეფუძნება სამედიცინო მტკიცებულებებს, კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში ორ სამ კვირაში იქნება, რომელიც გაგრძელდება სამი კვირა და შემდეგ წავა დაღმა. ამის შესახებ ცერცვაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.
“ჩემი პროგნოზით, ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები. მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ იქნება ასეულები, და არა ათასეულები. როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, რთული შეკითხვაა, არავინ იცის, როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია. მოიქცევა როგორც გრიპის ვირუსი, რომელიც აპრილიდან მილევადია. ჩემი პროგნოზია, ჩემი პირადი პროგნოზია და არ ეფუძნება სამედიცინო მტკიცებულებებს, პიკი იქნება ორ სამ კვირაში, შენარჩუნდება კიდე სამი კვირა და მერე წავა დაღმა”.
საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირებული 110 ადამიანია.