ჩემი რჩევაა, კონსილიუმი სამშაბათზე ადრე გაიმართოს - სააკაშვილის ექიმი

პუბლიკა

დღეს რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა კიდევ ერთხელ მოინახულა. შეხვედრიდან გამოსულმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ფერმკართალი და თავს გრძნობს სუსტად, მაგრამ საგრძნობი გაურესება არ ჩანს.

ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ახლა საჭირო არ არის, მაგრამ დარწმუნებით ვერ იტყვის, რამდენ ხანს იქნება ასე. მისი თქმით, მისი რეკომენდაციაა, რომ სამშაბათს ექიმების მიერ გასამართი კონსილიუმი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უნდა შეაფასოს, უფრო მალე შედგეს.

„ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს.

ექიმებმა უნდა თქვან, რა გავაკეთოთ შემდეგ. თქვა, რა გადაყვანის შესახებ ან რა მინერალები უნდა მივცეთ, როგორ უნდა მივცეთ, რა უნდა გადავუსხათ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, მისი დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილი თავს უკანონო და პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.