ჩემი, როგორც ერთი მართლმადიდებელი მღვდლის თანადგომა ნინო ლომჯარიას! - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

პუბლიკა

„ჩემი, როგორც ერთი მართლმადიდებელი მღვდლის თანადგომა გავეშებული ფანატიკოსების და რუსეთუმეების ორგანიზებული თავდასხმების დროს ქალბატონ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას!” – წერს ფეისბუქზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

„უფალი გფარავდეთ, რათა დაიცვათ ადამიანთა კანონიერი უფლებები და სამოქალაქო ცივილიზაცია ამ ბნელეთის ადეპტების ბობოქრობის დროს, შესძლოთ დაიცვათ ჰუმანიზმის პრინციპები და საქართველოს აარიდოთ ფსევდოქრისტიანული “ირანიზაცია-კრემლიზაცია” – ამბობს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ რომ დღეს “ალტ-ინფომ” ომბუდსმენის ოფისთან აქცია გამართა და მას ულტრანაციონალისტური პარტიის “ერთობა, რაობა, იმედი” – ს დამფუძნებელი ლევან ვასაძე შეუერთდა, აქციის მონაწილეები ნინო ლომჯარიას გადადგომას და იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისა და ჟურნალისტების დასჯას ითხოვდნენ, ვინც ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე მუშაობდა.