„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მისი საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.
„ივანიშვილის რეჟიმმა ჩემი საბანკო ანგარიშებიც დააყადაღა. მართალია, მაჟორიტარად არ წარვუდგენივარ, მაგრამ აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის შეფერხების მიზნით, ისედაც რეკორდულ სანქციებს (არასრულ ერთ წელიწადში, 3 პოლიტდაკავება-პატიმრობა, ჯამურად 7000 ლარამდე ჯარიმა და დღემდე არშეწყვეტილი სისხლის სამართლის პოლიტსაქმე) ახლა უკვე, ჩემი 500-ლარიანი ხელფასის დაყადაღებაც დაემატა… ბუნებრივია, ბრძოლას ვაგრძელებ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით“,- წერს ჩხარტიშვილი facebook-ის პირად გვერდზე.
„პუბლიკა“ აღსრულების ბიუროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე საკითხზე – დაყადაღდა თუ არა ჩხარტიშვილის საბანკო ანგარიში – კომენტარს არ აკეთებენ და დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ჩხარტიშვილის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია.