ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა - მელია

პუბლიკა

ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მიხეილ საკააშვილს მიმართა და განაცხადა, რომ  ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა.

„რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ახლა ის გვიყურებს და მინდა, აქედან მივესალმო მას დიდი პატივისცემით, ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, მე მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან იგი გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანი. არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.