„ჩემი, თქვენი, ყველას ბრალია“ - გომელაური 13 წლის გოგოს მშობიარობის საქმეზე

პუბლიკა

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. მინისტრი ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ვახტანგ გომელაური ქობულეთში გარდაცვლი გოგოს საქმესა და გორში 13 წლის გოგოს მშობიარობის საკითხს შეეხო.

„ეს, რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა. ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა. რატოღრაც ყველა იძახის – სად იყო პოლიცია, მე, რა თქმა უნდა, არ ვირიდებ (პასუხისმგებობას) – საზოგადეობის, ყველას ბრალიცაა – თქვენი, ჩემი, ყველას ბრალია.

ეს 13 წლის ბავშვი, რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოდ ამ ფაქტის შესახებ. არ მინდა, დეტალებში შევიდე. ისე გავიდა ეს თვეები საერთაოდ არავის არაფერი უთქვამს, ან მეზობელი არ ხედავს… ეს საზოგადოების პრობლემაცაა, არაა მხოლოდ შინაგან საქმეღა სამინისტროს.

იგივე იყო 14 წლის ბავშვი ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა. არანაირი ძალადაობა არ დაუფიქსირებია. სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა. არავითარი პრობლემა არ ყოფილა, მერე გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ და თუ ვინმე გამოიკვეთება, მიდის გამოძიება,  მასაც დავაკავებთ.

ეს ერთი-ორი გახმაურებული შემთხვევაა, თორემ ძალიან ბევრი შემთხვევაა, სამწუხაროდ, ეს არის საზოგადეობის პრობლემაც. არ ვირიდებ პასუხისმგებლობას, მეც მყავს შვილები, თქვენც გყავთ და უმძიმესი თემაა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.