ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ დაწერა.
ის ამბობს, რომ პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან ერთად შეაფასა ის პროგრესი, რაც საქართველოში ვიზიტს ჰქონდა.
„დანიელსონთან ერთად შევაფასე ის პროგრესი, რომელსაც მან საქართველოში უკვე მიაღწია. საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით საჭირო კომპრომისების დროა. ჩემი წარმომადგენელი მედიაციისთვის უკან დაბრუნდება, “- წერს ის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ესტუმრა. მას ჰქონდა შეხვედრები პრეზიდენტთან, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზოციასთან. შარლ მიშელის მედიაციით შედგა ასევე შეხვედრა ოპოზოციასა და ხელისუფლებას შორის, სადაც მისი ინიციატივით, შეთანხმების 6-პუნქტიანი გეგმა შემუშავდა.
შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, 12 მარტს, საქართველოს მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ეწვია. კრისტიან დენიელსონი ხვდებოდა ოპოზოციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ცალ-ცალკე და ერთადაც. ბოლოს 18 მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე 10-საათიანი შეხვედრის შემდეგ გამოსულმა დენიელსონმა განაცხადა, რომ დარჩა გადაუჭრელი საკითხები და შეთანხმება ვერ შედგა.