ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში - ყაველაშვილი

პუბლიკა

„სამწუხაროა, ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში, შეიძლება ასეთი რეალობა არსებობდეს? ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო იმიტომ, რომ ბოდიში და ასეთი ნაძირალების პარტია ბრძანდებით, გახარებული იყო ხალხი, შეიძლება ასეთი რამე იყოს?“, – განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა 1 მარტს პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა:

„თქვენი საქციელი, რასაც აკეთებთ, ქვეყნის შიგნით როგორც იქცევით, რა დღეში ხართ ახლა, რას გავხართ? ვერ ეღირსებით… ზუსტად იმ აზრზე ვარ, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი იძახის. სამარცხვინო საქციელი და თქვენი მავნებლობა გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. ახლა იქ დაიწყეთ მთავრობის დამუნათება. ეს ხართ? ამაში უნდა გენდოთ? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს. ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი…“

ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კვლავ გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობა“ და მის მხარდამჭერებს მოუწოდა, „სანამ დრო არის გაემიჯნონ“.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია, შეუძლებელია ამ ქვეყანაში როდისმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვოს, ან მოვიდეს ხელისუფლებაში, გამორიცხულია. გაემიჯნეთ, იმ პოლიტიკურ პარტიებსაც მივმართავ, რომლებიც მის გარშემო ტრიალებთ და თითქოს არ იცით, რა ხდება, ერთი და იგივე ხდება. იმიტომაც იღებთ 1-2%, იმიტომ, რომ ხალხს არ უსმენთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.