UEFA-ს გადაწყვეტილებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, სანკტ-პეტერბურგში ჩემპიონთა ლიგის ფინალი აღარ გაიმართება. ფინალი სანაცვლოდ 28 მაისს პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.
„UEFA მადლობას უხდის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის, რომ ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული თამაშის გამართვა შესაძლებელი იქნება საფრანგეთში ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს.
საფრანგეთის ხელისუფლებასთან ერთად UEFA მხარს დაუჭერს მრავალმხრივ მცდელობას, რომ დავეხმაროთ ფეხბურთელებსა და მათი ოჯახებს უკრაინაში, რომელთაც უწევთ იძულებით გადაადგილება და დადგნენ განადგურებისა და ადამიანური ტანჯვის წინაშე“, – აცხადებს UEFA.