ჩემთან დატოლების დრო არაა. ჯერ ერთი, ვერ დამეტოლებით - სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერებზე

პუბლიკა

“ახლა არ არის შურის, ბოღმის, ძველი ანგარიშების დრო, არც ჩემთან დატოლების დროა. გარწმუნებთ, რომ, ჯერ ერთი, ვერ დამეტოლებით ბევრი მიზეზის გამო და, მეორეც, მე არაფერი დამაკლდება ამით და საერთო საქმეს აკლდება” – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხთან საუბარში გააკეთა.

გადაცემის წამყვანი ნიკა გვარამია მას ესაუბრებოდა შალვა ნათელაშვილის, გიგა ბოკერიასა და მამუკა ხაზარაძის შეფასებებზე, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილის იდეა გააკრიტიკეს ერთიანი სიის თაობაზე.

გვარამია დაინტერესდა, ვის გულისხმობდა სააკაშვილი – ნათელაშვილს, ბოკერიასა თუ ხაზარაძეს, თუ სამივეს ერთად. რაზეც ყოფილმა პრეზიდენტა თქვა, რომ ყველა ყველაფერს ხედავს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ ერთიანი სიის იდეით გამოვიდა, რითაც ხსენებული ოპოზიციური ლიდერების (და არამხოლოდ) კრიტიკა დაიმსახურა.