ჩერნიგოვში პურის რიგში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი - CNN

პუბლიკა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში პურის რიგში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შეახებ CNN ადგილობრივ რეპორტიორზე დაყრდნობით წერს.

CNN-ის ცნობით, პურის რიგში მდგარ ადამიანთა ჯგუფს ქალაქ ჩერნიგოვში სავარაუდოდ, ჭურვი ან რაკეტა მოხვდა. გავრცელდა ვიდეოც სადაც მიწაზე დაღუპული და დაჭრილი ადამიანების სხეულებია.

ქალაქი ჩერნიგოვი რუსული სამხედრო ძალების მიერაა გარშემორტყმული. ქალაქი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა, ჭურვების დიდი ნაწილი საცხოვრებელ უბნებში ჩამოვარდა.