ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ითხვისის მაღაროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ადამიანი დაიღუპა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, 30 წლის ნ.მ. რომელიც მაღაროს უბნის უფროსი იყო დღეს დაიღუპა.
„შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად. „ჯორჯიან მანგანეზი“ კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.