ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, გაჩერებულია ყველა ობიექტი - პროფკავშირი

პუბლიკა

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, მოითხოვენ ხელფასების 50%-ით მომატებას, – „პუბლიკას” ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ ყველა გაფიცულია, 3 000-მდე ადამიანი. მთლიანად, ჭიათურაში მაგრანეცის მოპოვებასთან დაკავშირებული ობიექტები გაჩერებულია”, – ამბობს ის.

დოლაბერიძის თქმით, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში კომპანიასთან მოპალარაკებები მიმდინარეობდა, იყო წინადადება მათგან, რომ 250 ლარით გაიზრდებოდა თითოეული დასაქმებულის ხელფასი, თუმცა როგორც დოლაბერიძე ამბობს, ეს შეთავაზება მათთვის დამაკმაყოფილებელი არაა და გაფიცვა გრძელდება.