ჭიათურაში მეუღლის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საუბარია 4 მარტს ჭიათურაში მომხდარ ფაქტზე. უწყების ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ჭიათურაში შ.ლ.-მ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის – მ.რ.-ს მიმართ, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“.