ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალიფაურში პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს.
„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუტმეტ წლამდე.
შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, წაღებულია 3 ათას ლარამდე ოდენობის თანხა და ძვირადღირებული ნივთები.