ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა და მუშა მიყენებული დაზიანებებისგან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ადგილობრივი წარმომადგენელის, პაატა სამხარაძის განცხადებით, შემთხვევა წინა კვირაში შუქრუთის მაღაროში მოხდა.
„გარდაიცვალა მემანქანე, რომელიც მოჰყვა ტრაქტორის ბორბლების ქვეშ. ის არის 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, კობა ჩაფიძე. დაიღუპა მარცხიდან 3 დღის შემდეგ“, – განუცხადა პაატა სამხარაძემ „პუბლიკას“.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.