ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიწყო

რეკლამა

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს   შორის თანამშრომლობა დაიწყო. მიზანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობაა.

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე გაიღრმავონ ცოდნა, კერძოდ, ადრეულ ასაკშივე ( აბიტურიენტობის პერიოდში ) გამოიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები, გათვიცნობიერდნენ სამეცნიერო საკითხებსა  და  კრიტიკულ აზროვნებაში.  

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში  ტექნოლოგიური სივრცე გაისნება.  ეს ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და მეორეს მხრივ  მაღალანაზღაურებადი პროფესიების დაუფლებით  იმერეთის რეგიონში მცხოვრები  ახალგაზრდების დაინტერესებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ  ამ პროექტს ექნება კონკრეტული შედეგი ეკონომიკური წახალისების ირიბი გაძლიერებით. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება, ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს საკაუთარ რეგიონშივე დასაქმდნენ,  რაც თავის მხრივ   შიდა მიგრაციულ პროცესებს შეაჩერებს . უნდა აღინიშნოს , რომ  ამ მასშტაბის პროექტი პირველად ხორციელდება ჩვენს  რეგიონში და პირველად,  უნივერსიტეტთან ერთად იქმნება მოსამზადებელი ბაზა” – განაცხადა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა  ნატალია პატარიძემ.   

პროექტის ფარგლებში, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე, აბიტურიენტებს ( მე-11 , მე-12 კლასის  მოსწავლეებს )  საშუალება ექნებათ,  ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე შექმნილ საგანმანათლებლო ჰაბში ჩაირიცხონ და  მომზადების კურსზე დაიწყონ სწავლა. მათთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიმუშავებს სასწავლო პროგრამას მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. აბიტურიენტების გადამზადებას თავად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს. 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი იწყებს თანამშრომლობას, რომლის მიზანია რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისათვის მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ რეგიონის განვითარებაში და იმერეთის რეგიონში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით ხელი შევუწყოთ ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს. პროექტის ამოცანას ასევე წარმოადგენს მეტი ახალგაზრდის დაინტერესება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დისციპლინებით. 

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე რეგიონში მცხოვრებ მე-11 და მე-12 კლასელებს მისცემს საშუალებას გაიარონ უნივერსიტეტების პროფესორების ხელმძღვანელობით ჩატარებული სასწავლო პროგრამა მათემატიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.  

ვფიქრობთ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი ცოდნა და მოემზადოს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ხელი შევუწყოთ განათლებული და კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს” – განაცხდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კანცლერმა, მაგადა მაღრაძემ. 

აბიტურიენტებს, სწავლების პერიოდში ,მუდმივად ექნება ტექნიკური მხარდაჭერა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მხრიდან. იმერეთის საგანმანათლებლო ჰაბი უზრუნველყოფს  კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურ სწავლებას და აბიტურიენტების ტრანსპორტირებას. პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც მუდმივად მოქმედებს კორპორატიული  , სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. 

„ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა საუკეთესოა მაგალითია  იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებაზე ჰქონდეთ  წვდომა. აღნიშნული პროგრამა, ყველა ეტაპზე  მხარდაჭერილია  კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზისგან“  არა მხოლოდ მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე, არამედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლების პერიოდშიც,  აქ იგულისხმება ფინანსური მხარდაჭერა და შემდგომი დასაქმება. ჩვენი კომპანია ყოველთვის მოქმედებს კორპორატიული   სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და კარგად ვათვიცნობირებთ, თუ  რას ნიშნავს ჩადო ინვესტიცია მომავალი თაობის განათლებაში , ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობით” – განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის„ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თეიმურაზ  ხონელიამ. 

პროექტში ჩართვის  მსურველთა რეგისტრაცია 25 სექტემბრიდან დაიწყება. განაცხადების გაგაზვანს შეძელებენ  იმერეთის რეგიონში, კერძოდ ჭიათუარასა და ზესტაფონში მცხოვრები მე-11, მე-12-ე კლასის  მოსწავლეები.