ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში სწავლა დაიწყო

რეკლამა

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში, პირველი სასწავლო სემესტრი დაიწყო.

ოფიციალური ღონისძიება ტრესტის ყოფილ შენობაში გაიმართა. აქ მულტიფუნქციური ცენტრი იმერეთის პროფესიულ საგანმანათლებლო ჰაბს აერთიანებს, რომელიც ადგილობრივებს აქტიურად ჩართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაეხმარება შრომით ბაზარზე ეფექტურ ინტეგრაციაში.

ღონისძიება კოვიდ-19-ით გამოწვეული რეგულაციების დაცვით გაიმართა, რომელსაც პანდემიის გათვალისწინებით ოფიციალური პირები დაესწრნენ: კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათ დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის საქმიანობის შესახებ, უკვე განხორცილებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით.

დღესვე, ჭიათურის „მულტიფუნქციურ ცენტრსა„ და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიზანი რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნა და გაძლიერებაა.

მულტიფუნქციური ცენტრი ამბიციური გეგმით განაგრძობს საქმიანობას, ორგანიზაციამ რეგიონის მასშტაბით უკვე შეძლოა ახალგაზრდებ ის დაინტერესება სხვასხვა სასწავლო პროგრამით. მათ საშუალება აქვთ აირჩიონ სასურველი პროგრამა, ჩაირიცხონ გადამზადების კურსზე, მიიღონ ცოდნა ან აიმაღლონ კვლიფიკაცია. სწავლა უფასოა, რადგან მულტიფუნქციურ ცენტრს, ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ორგანიზაციის მთავარი დონორია.

პროფესიული მომზადება გადამზადების კურსები მრავალფეროვანია: Web Development-ი, Front End Development-ი, Backend Development-ი, Different Coding Languages, UI/UX Design-ი და Graphic Design-ი. ასევე მულტიფუნქციურ ცენტრში გაიხსნა რობოტიკის სკოლა.

ამასთან, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც რამდენიმე მიმართულებით დაიწყო სასწავლო კურსები: მეხილეობა, მეფუტკრეობა, დეოკრატიული მცენარეების გამოყვანა და წარმოება.

სხვადასხვა პროფესიული მომზადება გადამზადების კურსები ჯამში ორასზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს. მულტიფუნქციური ცენტრი უახლოეს პერიოდში დაინტერესებულ ახალგაზრდებს დამატებით ახალ პროგრამებსაც შესთავაზებს.
„ ჯორჯიან მანგანეზის„ გადაწყვეტილებით, მულტიფუნქციურ ცენტრს ე.წ ტრესტის ყოფილი შენობა გადაეცა, რომელიც თითქმის ასწლიან ისტორიას ითვლის. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისი რეაბილიტაცია სტანდარტების დაცვით განხორციელდება.