ჩიხლაძე: ჩემი ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის გათავისუფლების საკითხი განიხილება

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება.

„პუბლიკა” ინფორმაციის, გადასამოწმებლად ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა. კითხვაზე რას უპასუხებს მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გვიპასუხა, რომ ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში” –  მოგვწერა ამირან გამყრელიძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, გამყრელიძის გათავისუფლებაზე კულუარული ინფორმაცია უკვე ერთი კვირაა აქვთ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას” განუცხადა.

„განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა. ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირაა გვაქვს, რომ ეს საკითხი განიხილება”, – განაცხადა ჩიხლაძემ.