ჩინეთიდან საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ევაკუაციას ფრანგული მხარე ახორციელებს

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოს კიდევ 2 მოქალაქის ევაკუაცია ხდება, რომელსაც საფრანგეთი ახორციელებს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს 3 მოქალაქე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე რჩება.

გუშინ, საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია უხანიდან თურქეთში განხორციელდა.