ჩინეთმა რუსეთს სთხოვა გადაედო უკრაინაში შეჭრა ოლიმპიადის დასრულებამდე -CNN

პუბლიკა

„დასავლეთის დაზვერვა ამბობს, რომ ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა თებერვლის დასაწყისში უკვე იცოდნენ, რუსეთის გეგმები უკრაინაში შეჭრის თაობაზე და სთხოვეს რუსეთის მაღალჩინოსნებს, რომ გადადონ უკრაინაში შეჭრა პეკინის ოლიმპიადის დასრულებამდე“, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში ოლიმპიადის გახსნას დაესწრო, რა დროსაც ის შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს. შეხვედრის შემდეგ მოსკოვმა და პეკინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს „არ აქვს საზღვარი“ და დაგმეს NATO-ს გაფართოება, რამაც დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია.