ჩინეთში აღმოჩენილი დაუდგენელი ვირუსით შესაძლოა, 1700-მდე ადამიანი იყოს ინფიცირებული - BBC

პუბლიკა

ჩინეთში აღმოჩენილი დაუდგენელი ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა ათასხუთასზე მეტს შეადგენდეს. ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ვირუსით, რომლის აქამდე 50-მდე შემთხვევაა აღრიცხული, 2 ადამიანი დაიღუპა.

თუმცა, როგორც BBC წერს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსით სავარაუდოდ, 1700-მდე ადამიანია უკვე დაინფიცირებული. მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიოს ინფეციურ დაავადებათა ანალიზის ცენტრი აგროვებდნენ.

ახალი ვირუსის გამოჩენის გამო, ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან ჩასულ მგზავრებს სპეციალურ შემოწმებას უტარებენ სინგაპურსა და ჰონგ კონგში. იმავეს აპირებენ აშშ-ის რამდენიმე ქალაქშიც.

BBC წერს, რომ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მეცნიერთა შეშფოთება ამ ვირუსის სხვა ქვეყნებში გამოჩენამ გამოიწვია. ამ დროისთვის დადგენილია, რომ ინფიცირების ორი შემთხვევა ტაილანდში, ერთი კი იაპონიაში დაფიქსირდა.